
პროფესიონალი ხარ და გსურს თავად გადაწყვიტო როგორ იმუშავებ: აირჩიო დამქირავებელი, სამუშაო გრაფიკი, ან პროექტი? მაშინ ეს კურსი შენთვისაა. კურსის მიზანია დაინტერესებულ პირს წარმოდგენა შეუქმნას ფრილანსერობის საქმიანობის შესახებ, დაანახოს მას შესაძლებლობები და გამოწვევები და დაეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში. გამოცდილების მქონე ფრილანსერებისთვის ეს კურსი საინტერესოა ფრილანსერული კარიერის დაგეგმვის, პროექტების მართვის სპეციფიკის და გამოცდილი ფრილანსერების მიერ გაზიარებული რჩევების გამო.
თქვენ ისწავლით
-
- ფრილანსერობის არსს, გამოწვევებს
- ფრილანსერობის ტრენდებს საქართველოში და მთელს მსოფლიოში
- საკუთარი ბრენდის შექმნას და პოზიციონირებას
- კომუნიკაციას სამიზნე აუდიტორიასთან
- სასურველი პროექტის შერჩევას
- კლიენტებთან ურთიერთობას და დისტანციური სამუშაოს თავისებურებებს
- ფრილანსერის ბუღალტერიას
- სამუშაოს ფასწარმოქმნას
- პროექტის მართვის თავისებურებებს, ინსტრუმენტებს, გრაფიკებს, აპლიკაციებს
- ზრდის სტრატეგიას
- თვითმოტივაციას
ვის შეუძლია კურსის გავლა
კურსის უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის.
კურსის სტრუქტურა
ფრილანსერობის ონლაინ კურსი 9 მოდულისგან შედგება.
თითოეულ მოდულში საშუალოდ 5-6 ვიდეოლექციაა, რომლებშიც ძირითადი საკითხებია მიმოხილული. ყველა მოდულს თან ერთვის თვითშეფასების ტესტი, რომლითაც თქვენ მიერ ვიდეოლექციებიდან მიღებული ცოდნა შეგიძლიათ გადაამოწმოთ.
კურსის გასავლელად საჭირო დრო
სრული ონლაინ კურსის გასავლელად 8-10 საათი დაგჭირდებათ.
ჩვენ გირჩევთ, დღეში საშუალოდ ორ საათი დაგეგმოთ სწავლისთვის. ამ შემთხვევაში კურსს ერთი კვირაში დაასრულებთ.
ექსპერტი
ნინო ანდრიაძე, საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის და „ჭკვიანი თხილის“ დამფუძნებელი.
ნინო ანდრიაძე, ფრილანსერობასთნ ერთად არის მეწარმე. მან საკონსულტაციო კომპანია Mindworks, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება ინოვაციური პოტენციალის აღმოჩენასა და განვითარებაში, და ასევე თხილეულის პასტების მწარმოებელი კომპანია „ჭკვიანი თხილი“. თორმეტწლიანი კორპორაციული კარიერის განმავლობაში, ნინო ანდრიაძე ოთხი განსხვავებული დარგის საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობდა და მარკეტინგის მენეჯმენტს ახორციელებდა. აქვს საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებში, საბაკალავრო და სამაგისტრო კურსების სწავლების გამოცდილება.
პროექტის გუნდი
პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ.
პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე
ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე
მულტიმედია დიზაინერი: მალხაზ სვანიძე
ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში.
-
მოდული 1 - ფრილანსერობის არსი
- [FV0101] რა არის ფრილანსერობა და რატომ ხდებიან ფრილანსერები?
- [FV0102] ფრილანსერობის სტატისტიკა და ტიპები
- [FV0103] ფრილანსინგის გამოწვევები
- [FV0104] ფრილანსერობის 5 კატეგორია
- [FV0105] ფრილანსერული ტრენდები
- [FV0106] არის თუ არა ჩემთვის ფრილანსერობა?
- [FV0107] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები – რატომ ხდებიან ფრილანსერები?
- [FQ0101] ქვიზი #1
- [FV0108] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: როგორ უნდა მივხვდეთ, ჩვენთვის არის თუ არა ფრილანსერობა?
- [FV0109] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: ფრილანსერობის გამოწვევები
-
მოდული 2 - არის თუ არა ფრილანსერობა ჩემთვის?
- [FV0201] როგორ მოვემზადოთ ფრილანსერობისთვის?
- [FV0202] რას სთავაზობთ კლიენტებს?
- [FV0203] როგორ მივიღოთ და ვთქვათ უარი?
- [FV0204] როცა ფრილანსერობას იწყებთ
- [FV0205] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები – როგორ უნდა მოვემზადოთ ფრილანსერობისთვის?
- [FQ0201] ქვიზი #2
- [FV0206] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები – როგორ დავიწყოთ ფრილანსერობა?
-
მოდული 3 - პორტფოლიოს მომზადება და კლიენტების მოზიდვა
- [FV0301] პერსონალური ბრენდი და ლოგო
- [FV0302] როგორ ვიქცეთ ლიდერ ფრილანსერად?
- [FV0303] კლიენტისთვის დასასმელი შეკითხვები
- [FV0304] როცა კლიენტს არ ვეთანხმებით
- [FQ0301] ქვიზი #3
- [FV0305] ფრილანსერობის წარმატების ფაქტორები
- [FV0306] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: რა არის ფრილანსერობის წარმატების ფაქტორები?
- [FV0307] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: როგორ შევქმნათ საკუთარი ბრენდი?
-
მოდული 4 - სამუშაოს დაწყებამდე
-
მოდული 5 - კლიენტებთან ურთიერთობა
- [FV0501] ფრილანსერის უნარები: ორგანიზებულობა
- [FV0502] ფრილანსერის უნარები: კომუნიკაცია და თანამშრომლობა
- [FV0503] როგორ ვიშოვოთ კლიენტები?
- [FQ0501] ქვიზი #5
- [FV0504] როგორ დავემშვიდობოთ კლიენტებს?
- [FV0505] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: რა უნარები უნდა განივითაროს ფრილანსერმა?
- [FV0506] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: რეკომენდაციები სამუშაოს დისტანციურად შესრულებისას
-
მოდული 6 - Upwork-ზე მუშაობა
-
მოდული 7 - ფინანური საკითხები
-
მოდული 8 - პროექტის მართვა ფრილანსერულად
- [FV0801] პროექტის მართვა ფრილანსერულად
- [FV0802] პროექტის მართვის აპლიკაციები ფრილანსერებისთვის
- [FQ0801] ქვიზი #8
- [FV0803] ფრილანსერი და დროის მართვა
- [FV0804] სტრესის მართვა
- [FV0805] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: რჩევები პროექტების მართვისას
- [FV0806] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: კლიენტებთან პრობლემური ურთიერთობები
- [FV0807] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: სამუშაოს შეფასების სტრაგეგია
- [FV0808] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: დროის მართვა
- [FV0809] რას გვირჩევენ ქართველი ფრილანსერები: სტრესის მართვა
-
მოდული 9 - მდგრადობა