IT პროექტის მართვა Scrum მიდგომით

8 students

კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს გააცნოს SCRUM მიდგომის ძირითადი პრინციპები და მისი რეალური გამოყენების შესაძლებლობები. კურსი დაგეხმარებათ ახლებურად გაიაზროთ პროგრამული უზრუნველყოფის თუ სერვისის განვითარების პროცესები და მოგცემთ მიმართულებას მომხმარებელზე ორიენტირებული ღია და თავისუფალი მიდგომების ეფექტური გამოყენებისათვის.

თქვენ ისწავლით
    1. Agile-ის ძირითადი პრინციპები
    2. Scrum-ის როლები, არტეფაქტები და აქტივობები
    3. Scrum-ის მნიშვნელოვანი კომპონენტები (ბექლოგი, სპრინტი, მომხმარებლის ისტორია, ამოცანები და სხვ.)
    4. ვინ არის პროდუქტ ოუნერი?
    5. სქრამმასტერის პასუხისმგებლობები და საჭირო უნარები
    6. დეველოპმენტის გუნდის ფუნქციები და შემადგენლობა
    7. დაგეგმვა Scrum მიდგომით
    8. რა არის სპრინტი და როგორ ხდება მისი დაგეგმვა, განხორციელება, მიმოხილვა და რეტროსპექტივა?
ვის შეუძლია კურსის გავლა

კურსის უფასოა და მისი გავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

კურსის გასავლელად პრერეკვიზიტები არ არის, თუმცა მსმენელისთვის უპირატესობაა პროექტის მენეჯმენტის შესახებ ზოგადი წარმოდგენა და საბაზისო ICT უნარები, ასევე IT სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ექსპერტი

გივი მურვანიძე, შემოსავლების სამსახურის სააგენტოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილე.

IT მიმართულებით 10 წელზე მეტი მუშაობს. მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების განვითარებას. 2010 წლიდან გივი მურვანიძე შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსის მოადგილეა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისების პროექტებს ხელმძღვანელობს.

ბიბლიოგრაფია

კურსის შესაქმნელად გამოყენებული იყო გამოცემები:

    1. Kenneth S. Rubin, Essential Scrum: A Practical Guide to the Most Popular Agile Process, 2012
    2. A Guide to the Scrum Body of Knowledge (SBOK Guide), 2013
პროექტის გუნდი

პროექტი განხორციელდა საკონსულტაციო კომპანია Mindworks-ის მიერ.

პროექტის მენეჯერი: შოთა მურცხვალაძე
ინსტრუქციული დიზაინერი: ნათია გაბრიჩიძე
მულტიმედია დიზაინერი: მალხაზ სვანიძე


ონლაინ კურსი შეიქმნა USAID პროგრამის „მმართველობა განვითარებისთვის“ (Governing for Growth (G4G) in Georgia) ფარგლებში.

 

Instructor

ecourses

Free